როგორც რუსული პრესა წერს, 48 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე კრასნოდარის მთავარმწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია.
5 იანვარს, დილით კლუბის ხელმძღვანელობამ ამ პოსტიდან ვიკტორ გონჩარენკო გაათავისუფლა. თანაშემწეებთან, ვასილი ბერეზუცკისთან და ალეკსანდრ ერმაკოვიჩთან ერთად.
შოთას სახელს ინგლისური ჩემპიონშიფის ჰალ სიტისაც უკავშირებენ. კლუბის ახალმა პოტენციურმა მფლობელმა, თურქმა მედიამაგნატმა აკუნ ილიჩალიმ მისი გვარი რამდენჯერმე ახსენა თურქულ გამოცემებში.
არველაძის ბოლო სამუშაო ადგილი ტაშკენტის ფახთაქორი გახლდათ, რომელიც ქართველმა სპეციალისტმა 2019 და 2020 წლებში უზბეკეთის ჩემპიონიც გახადა და ქვეყნის თასიც მოაგებინა.