შოთა – ჰალი მზადაა, ფორმალობა დარჩა

შოთა არველაძე მალე გახდება „ჰალის“ მწვრთნელი. ეს გუნდი ინგლისის ჩემპიონიფში მე-19 ადგილზეა (24 გუნდს შორის). „ჰალი“ შეიძინა თურქმა ბიზნესმენმა აჯუნ ილიჯალმა, რომელიც შოთას მეგობარია…

უფრო სწორად, ამ თემაზე საუბარი ორი თვის წინ დაიწყო, მაგრამ პროცედურები იყო გასავლელი, ახლა კი აჯუნ ილიჯალის საკითხი გადაწყდა და უახლოეს კვირაში პრეზენტაცია იქნება.

და შოთას თემა? დიდ ბრიტანეთში დასაქმებისთვის საჭირო პროცედურებს გადის. ამის შესახებ თურქული საიტებიც წერენ. (sabah, Son dakika, 90 min)

არველაძის გარდა, საუბრობდნენ თურქი მწვრთნელის სერგენ იალჩინის მიწვევაზეც, მაგრამ არჩევანი შოთაზე გაკეთდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *