შოკოლადი

ქალბატონმა მარია დოლორეშ დუშ სანტუშ ავეირუმ, კრიშტიანუ რონალდუს დედამ სოცქსელში ფოტოგამოაქვეყნა, სადაც შვილის შოკოლადის სკულპტურასთანაა გადაღებული.

ფოტოს წარწერა ახლავს: „ვინმეს ხომ არ გსურთ შოკოლადი? ეს მხოლოდ ჩემია“!

No description available.

ფიგურა მთლიანად შოკოლადისაა და ნატურალურ ზომებშია შესრულებული. „ქმნილების“ ავტორი პორტუგალიელი კულინარი ჟორჟე კარდოზუ გახლავთ. მან სკულპტურაზე მუშაობას 200 საათი მოანდომა. როგორც კარდოზუ ამბობს, შთაგონება ევროპის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების გამარჯვების შემდეგ ეწვია.

ფიგურა მომცრო კვარცხლბეკთან ერთად 120 კილოგრამს იწონის. თავად რონალდუს ერთობ მოეწონა ტყუპისცალი და ავტორის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშირებია. შოკოლადის რონალდუმ მისივე სახელობის მუზეუმში დაიდო ბინა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *