გასულ ივენთზე შონ ომალიმ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და საღამოს საუკეთესო ბრძოლის ბონუსიც აიღო. ეს ომალისთვის მე-6 გამარჯვებაა იყო UFC-ში, მიუხედავად ამისა იგი კლავ TOP 15-ის მიღმაა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ომალი საკმაოდ სუსტ მეტოქეებს ებრძვის. შონს მის წონაში მყოფი მერაბ დვალიშვილი უკვე 1 წელზე მეტია იწვევს, თუმცა ომალი აანალიზებს მერაბთან ბრძოლის რისკებს და გამოწვევას თავს არიდებს. ზემოთხსენებული გამარჯვების შემდეგ შონმა მისი დივიზიონის ტოპ მებრძოლები გამოიწვია, თუმცა მათგან დვალიშვილი არცერთი იყო. მერაბმა და მისმა მეგობარმა, ამავე წონის ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა ამასთან დაკავშირებით სახალისო შინაარსის ვიდეო გაავრცელა, სადაც შონ ომალის “ეძებენ”.