შოტლანდია – რუმინეთი ჩაიშალა

შოტლანდიის რაგბის ნაკრებს კორონავირუსი უტევს და გუნდი სრულ იზოლაციაშია გადასული. შემადგენლობის რამდენიმე წევრს დაუდგინდა COVID19, რის გამოც სქოთებმა უკვე გააუქმეს მოახლოებული ტესტ მატჩი რუმინეთის ნაკრებთან, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თბილისში გასამართი მატჩი ბორჯღალოსნებთან.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, უკანასკნელი დღეების განმავლობაში იზოლაციაში ვიმყოფებოდით. გუნდის სრულმა შემადგენლობამ ვერ მოახერხა ბოლომდე აღედგინა ფიზიკური კონდიციები, რის გამოც იძულებულები ვართ გავაუქმოთ რუმინეთთან გასამართი მატჩი.

ძალიან გვსურს, ჩავიდეთ თბილისში და იქ მაინც ვითამაშოთ ტეტს მატჩი, თუმცა მორაგბეების ჯანმრთელობა რათქმაუნდა უმაღლესი პრიორიტეტია ჩვენთვის.

ახლა ყველაფერი მედიკოსებზეა დამოკიდებული, თუ ისინი მოგვცემენ უფლებას, წავალთ თბილისში სათამაშოდ“ – განაცხადა შოტლანდიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა მარკ დოდსონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო – შოტლანდიის მატჩი, თბილისში 17 ივლისს უნდა გაიმართოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *