შოტლანდია-საქართველო, ოფიციალურად დადასტურდა

2023 წლის მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნები გასახურებელ ტესტ მატჩს 26 აგვისტოს, ედინბურგში, მერიფილდზე შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. ბორჯღალოსნები, ამ მატჩის გარდა, სავარაუდოდ კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ. მეტოქეები ჯერ უცნობია. სავარაუდო მოწინააღმდეგეებს შორის არგენტინის ნაკრები სახელდებოდა. თუმცა, ამ ქვეყნის რაგბის კავშირმა უკვე გამოაქვეყნა დაგეგმილი მატჩების განრიგი, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან მატჩი არ ფიგურირებს.

თორნიკე გოგებაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი:
“ჩვენთვის პატივია მსოფლიო თასის წინ ისეთ გრანდთან თამაში, როგორიც შოტლანდიის ნაკრებია. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ნათლად დავინახოთ ჩვენი გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები, უკეთ მოვემზადოთ მსოფლიო თასისთვის.
მეორეს მხრივ, ეს ერთგვარი აღიარებაცაა, როდესაც მსოფლიო რაგბის პირველი ეშელონის გუნდი შოტლანდია საქართველოს საკმარისად ღირსეულ მეტოქედ მიიჩნევს თავისი ტესტ მატჩების კალენდარში შეყავს. ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს მეხუთედ ეძლევა ასეთი შესაძლებლობა და, მაიუხედავად იმისა, რომ აქამდე ყოველთვის შოტლანდია იმარჯვებდა, ჩვენი გუნდისთვის ეს შეხვედრები ყოველთვის იყო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი


საქართველოს რაგბის კავშირის სტრატეგია ამჟამად მიმართულია ქართული რაგბის უფრო მძლავრად წარმოსაჩენად საერთაშორისო არენაზე და მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მეტოქეებთან თანასწორ ურთიერთობაზე. ჩვენ გვაქვს მსოფლიო რაგბის მხარდაჭერა. ამის შედეგებს წლეულს მკაფიოდ დავინახავთ.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *