შოუ ბათუმში – კვარას დუბლი და – 4:4

 

ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურში, ბათუმის დინამომ სამგურალი მიიღო. ფავორიტად, რა თქმა უნდა, ბათუმელები მოიაზრებოდნენ, როგორც შემადგენლობით, ასევე პოზიციით, თუმცა სამგურალს თამაში როგორ შეუძლია, გუნდმა ეს წინა თხუთმეტ ტურში დაამტკიცა.

ასეც მოხდა, ბათუმის დინამოს იმერლებმა არაფერი დაუთმეს და ბრძოლაში ქულა მოიპოვეს! საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ასევე ნაკრების ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის პასით ანგარიში გახსნა, თუმცა ილია ახველდიანმა ანგარიში გაათანაბრა. ასე კიდევ 3-ჯერ მოხდა, ფლამარიონსჯეფერსონ დე ალმეიდამ, ზურიკო დავითაშვილს – ირაკლი რუხაძემ, ხოლო ხვიჩას მეორე გოლს – ნიკა კალანდარაშვილმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში – 4:4 დააფიქსირა.

ამ შედეგით თბილისის დინამომ კარგად ისარგებლა და გასვლაზე თელავს 3:2 მოუგო. კახეთში დაძაბული შეხვედრა ვიხილეთ, 95-ე წუთამდე ანგარიში 2:2 იყო, როდესაც უკრაინელმა ლეგიონერმა – სტანისლავ ბილენკიმ მესამე გაიტანა და დედაქალაქელებს მოაგებინა.

ბათუმის დინამო თბილისის დინამოს 3 ქულით უსწრებს, ხოლო თბილისის დინამო სამგურალს – 2-ით. შემდეგ ტურში, სამგურალს თბილისის დინამო ეწვევა…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *