შურისძიება ოლიმპიურად

Jul 25, 2021; Tokyo, Japan; Stefanos Tsitsipas of Greece hits a forehand against Philipp Kohlschreiber of Germany (not pictured) in a first round men's singles match during the Tokyo 2020 Summer Olympic Games at Ariake Tennis Park. Mandatory Credit: Geoff Burke-USA TODAY Network

საოჩგბურთო ოლიმპიადაზე მატჩები ძლიერი წვიმის გამო შეჩერებულია, თუმცა ერთი შეხვედრის დასრულება მაინც მოხერხდა – სტეფანოს ციციპასმა 6:3 6:4 სძლია ფრანსის ტიაფოს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს რამდენიმე კვირის წინ „უიმბლდონის“ პირველ წრეში შეხვდნენ და მაშინ ამერიკელმა ბერძენი სენსაციურად 3 სეტში დაამარცხა 6:4 6:4 6:3.

სტეფანოსს რევანში ქონდა ასაღები და მან მატჩი მშვენივრად დაიწყო – მეორე გეიმშივე შეასრულა ბრეიკი და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩნა ეს უპირატესობა სეტის ბოლომდე 6:3.

მეორე პარტიაში ციციპასმა მე-5 გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და ყველანაირი გართულებების გარეშე მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:4.

null

მატჩი 1 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში სტეფანოსის ანგარიშზე 9 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა იყო. თავისმხრივ ტიაფომ 3 ეისის წილ ამდენივე ორმაგი დაუშვა.

ციციპასმა 4 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, საიდანაც 2 აქცია ბრეიკად, ამერიკელს ერთი შანსი მიეცა, თუმცა მან მისი გამოყენება ვერ შეძლო.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ბერძენი ჩოგბურთელი ბრწყინვალედ აწვდიდა და საკთარ გეიმებში მხოლოდ 10 ქულა წააგო.

ფრენსისმა კი ტექნიკური თვალსაზრისით საშინელი მატჩი ჩაატარა – 4 ვინერსის წილ 17 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა.

ოლიმპიადის 1/8 ფინალში ციციპასი უმბერი/კეჩმანოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *