შუქურა უჩა სოსიაშვილმა ჩაიბარა – ახალი მწვრთნელი და სიახლეები

ქობულეთის შუქურა უჩა სოსიაშვილმა ჩაიბარა. კლუბის ხელმძღვანელობა სოსიაშვილს მომავალ კვირაში წარადგენს. ქართველი მწვრთნელი, რომელსაც შუქურამდე სამტრედიაში, დინამო 2-ში, დილაში, რუსთავში, სამგურალში და სიონში უმუშავია, უკვე შეუდგა როგორც გუნდის დაკომპლექტებას, ასევე ახალი სეზონისთვის მზადებას.

რაც შეეხება შუქურას სხვა სიახლეებს, კლუბის ინვესტორი აიეტ კუკავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს დავით მუჯირს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, შუქურას ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმები და ამ საკითხში, ფედერაციის თანამონაწილეობის პერსპექტივებით განიხილა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *