ჩავიმ ბაიერნის შემტევს დაადგა თვალი

ბარსელონა კვლავ გაძლიერებაზე ფიქრობს. ჩავის გუნდის ახალი სამიზნე ბაიერნის შემტევი სერჟ გნაბრი გახლავთ. კატალონიელები მის გადაბირებას ზამთარში შეეცდებიან. ინფორმაცია EL Nacional-მა გაავრცელა.

გნაბრი ბაიერნში 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. გერმანელმა ამ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გნაბრიმ სწორედ ბარსელონას შეუგდო.

რაც შეეხება კატალონიელთა ბოლო ამბებს, ჩავის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩნენ და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ. ბარსელონა ლა ლიგაში 23 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ ტურში ოსასუნას შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *