ჩავიმ ბარსელონაში შესაძლოა კიდევ ერთი ვარსკვლავი დააბრუნოს

ჩავი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბარსელონას კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას გეგმავს. ესპანელი ჟურნალისტის პედრო ალმეიდას ცნობით, ერნანდესს ბლაუგრანაში ტიაგო ალკანტარას ხილვა სურს. ჩავიმ ამ თემაზე ჟოან ლაპორტასთან უკვე ისაუბრა.

ალკანტარა ბარსელნას აღზრდილია. ბლაუგრანას მთავარ გუნდში იგი 2008-13 წლებში გამოდიოდა, შემდეგ მიუნხენის ბაიერნს მიაშურა და დღეს ლივერპულის ღირსებას იცავს. აღსანიშნავია, რომ ალკანტარა გვარდიოლას ერთერთ საყვარელ ფეხბურთელად ითვლება. ამ სეზონში ტიაგომ ლივერპულის რიგებში 7 მატჩი ჩაატარა და ჯერ-ჯერობით უგოლოდაა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ერთი ყოფილი ფეხბურთელი უკვე დაიბრუნა დანი ალვეშის სახით. ბრაზილიელი უკლუბოდ იყო და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *