ჩავის ჩელსის ტრიო უნდა

არახალია, რომ ბარსელონას ახალი მწვრთნელი ჩავი ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობას უკვე შეუდგა. Sport.es-ის ცნობით, ესპანელს ჩელსიდან 3 მოთამაშის დამატება სურს. ერნანდესის თვალთახედვის არეში ჰაკიმ ზიეჩი, კალუმ ჰადსონ ოდოი და კრისტიან პულიშიჩი არიან.

შეგახსენებთ, რომ ბარსამ დანი ალვეში უკვე დაიმატა. ესპანური გრანდი ზამთარში ტიაგო ალკანტარას შეძენასაც გეგმავს. ამ ორივე ფეხბურთელს ბარსაში თავის დროზე წლები უთამაშიათ.

ბარსელონა ლა ლიგაში 17 ქულით მე-9 ადგილზეა და უახლოეს მატჩს ესპანიოლთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *