ჩავი: ანგარიშის მიუხედავად კარგად ვითამაშეთ

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ბარსელონამ ბენფიკას უმასპინძლა და შეხვედრა 0:0 დასრულდა. მატჩჯს შემდეგ თამაში ჩავიმ შეაფასა, რომლის ხელმძღვანელობითაც ბარსამ ჩემპიონთა ლიგაში პირველად ითამაშა.

“ორივე გუნდისთვის მშვენიერი თამაში იყო, კარგი იქნებოდა გოლი გაგვეტანა და 3 ქულა აგვეღო. 

მიმაჩნია, რომ გუნდმა ჩვენი სამწვრთნელო შტაბის იდეები სწორად გაიაზრა და ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა, უბრალოდ გოლი ვერ გავიტანეთ. ჩვენი ხელმძღვანელობით ბარსამ 2 მატჩი ჩაატარ და მხოლოდ 1 ბურთი შევაგდეთ, ისიც პენალტით. შემტევებმა ურო ეფექტურად უნდა ითამაშონ. 

ჩვენ ბარსელონა ვართ და ამიტომ ყოველთვის მოგებისთვის ვიბრძვით. ბაიერნთან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს დარჩენილი, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიგოთ. 

ბენფიკასთან მატჩში ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ ანგარიშის მიუხედავად მოგებას ვიმსახურებდით.”-განაცხადა ჩავიმ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *