ჩავი: ბარსელონას მიზანი ოთხეულში მოხვედრაა

ლა ლიგის მე-17 ტურში ბარსელონა ოსასუნას შეხვდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. თამაშის შემდეგ კომენტარი ბლაუგრანას მწვრთნელმა ჩავიმ გააკეთა.

“ფრე არადამაკმაყოფილებელი შედეგია. 2:1-ზე ბურთი უნდა შეგვენარჩუნებინა, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა, მეორე ნახევარში მშვიდად ვერ ვითამაშეთ. გამარჯვება ფაქტობრივად ჩვენს ხელთ იყო, თუმცა ქულას დავჯერდით.

ახალგაზრდა ფეხბურთელები გუნდს ძალიან ეხმარებიან. მათი ძალისხმევა წარმოუდგენელია, იმედია ესე გააგრძელებენ და კიდევ უფრო მოუმატებენ. ჩვენი მიზანი ამ სეზონში ოთხეულში მოხვედრა იქნება. ტიტულისთვის ბრძოლა? რატომაც არა.”-განაცხადა ჩავიმ.

ბარსელონა ლა ლიგაში 24 ქულით მე-8 ადგილზეა და შემდეგ ტურში ელჩეს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *