ჩავი: გაგიჟებული ვარ

ALMERIA, SPAIN - FEBRUARY 26: Xavi Hernandez, head coach of FC Barcelona looks on prior to the LaLiga Santander match between UD Almeria and FC Barcelona at Juegos Mediterraneos on February 26, 2023 in Almeria, Spain. (Photo by Aitor Alcalde Colomer/Getty Images)

ლა ლიგის 23-ე ტურში ბარსელონა ალმერიას ესტუმრა და სენსაციურად 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ აღნიშნულ შეხვედრაზე ბლაუგრანას მწვრთნელმა ჩავიმ ისაუბრა.

“გაგიჟებული ვარ, სეზონის ყველაზე ცუდი თამაში ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მოძრაობა, რიტმი, ინტენსივობა… ეს ყველაფერი გვაკლდა. გამარჯვებისთვის საჭირო ვნება ვერ გამომავლინეთ. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ ეს მოსაგებად არ გვეყო. 

რთული მატჩი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ლიდერები ვართ და მეორე ადგილოსანს 6 ქულით ვუსწრებთ. შეცდომები დავუშვით და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდით. ლა ლიგის მოგება რთული იქნება, საქმისადმი დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შევცვალოთ. 

მანჩესტერთან თამაშის შემდეგ, ზოგ ფეხბურთელს დაღლილობა ეტყობოდა და მათი ჩანაცვლება მოგვიწია. კარგი შანსი გვქონდა უახლოეს მდევართან უპირატესობა 10 ქულამდე გაგვეზარდა.” – განაცხადა ჩავიმ.

ბარსელონა ლა ლიგაში 59 ქულით ცხრილის სათავეშია, მეორე ადგილოსან რეალს 7 ქულით უსწრებს და შემდეგ ტურში ვალენსიას შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *