ჩავი: გადადეთ თამაში, ექსტრემალურ სიტუაციაში ვართ!

ჩავის სურს, რომ ბარსელონას უახლოესი მატჩი გადაიდოს. ეს შეხვედრა მალიორკასთანაა 2 იანვარს…

ჩავიმ თქვა, რომ ბარსელონას ბევრი ფეხბურთელი აკლია: ავადმყოფობა, ტრავმები, დისკვალიფიკაციები…

„ბარსელონა ექსტრემალურ სიტუაციაშია. აი, ბარსა-რეალის საკალათბურთო შეხვედრა გადადეს. ვიცით, რომ მალიორკასაც დაახლოებით ასეთი რთული მდგომარეობა აქვს. თამაშს აზრი არ აქვს, ეს ქაოსი იქნება, თუმცა თუ არ გადადებენ, ისედაც სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ“.

მალიორკას მწვრთნელმა ლუის გარსიამ კი ეს თქვა:

„მალიორკაში ყველაზე დიდი დანაკლისია, მაგრამ გადადებაზე საუბარი ახლა იმიტომ დაიწყეს, რომ ბარსელონას ეხება საქმე. ეტყობა, ბარსა ერთადერთია, რომელსაც პრობლემები აქვს? არადა, მათი სათადარიგო ფეხბურთელებიც კი ესპანეთის ბევრი გუნდის ძირითადში ჩვეულებრივად ითამაშებდნენ“. (Marca)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *