ბარსელონას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩავი ბლაუგრანაში დაბრუნდა, იგი კლუბს ამიერიდან მთავარი მწვრთნელის სტატუსით დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები მას საკმაოდ ემოციურად დახვდნენ.
ჩავი ფანების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ბარსას ღირსებას 1999-2015 წლებში იცავდა, 767 მატჩი ჩაატარა, 85 გოლი გაიტნა და უამრავი ტიტული მოიგო.
ბარსელონა ლა ლიგაში 17 ქულით მე-9 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას ესპანოლთან გამართავს.