ჩავი: ეს მატჩები მარადონას მორიგი მოგონება იქნება

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ბარსელონა ნაპოლის შეხვდება. მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით ბლაუგრანას თავკაცმა ჩავიმ ისაუბრა.

“ეს მატჩები მარადონას მორიგი მოგონება იქნება. ჩვენ უმაღლეს დონეზე მოგვიწევს თამაში, რადგან ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდია. აშკარაა, რომ წილისყრაში არ გაგვიმართლა. 

წინ 2 თვე გვაქვს და მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა ნაპოლისთან თამაშებს კარგ ფორმაში შევხვდეთ. ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის მოგებაა, რომ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ.”-განაცხადა ჩავიმ.

ბარსელონასა და ნაპოლის პირველი დაპირისპირება 17 თებერვალს ესპანეთში გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი 1 კვირის თავზე იტალიაში.

Leave a comment

Your email address will not be published.