ჩავი: ნაპოლისთან ფავორიტები არ ვართ

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ბარსელონა ნაპოლის შეხვდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კატალონიელთა მწვრთნელმა ჩავიმ ისაუბრა.

“ნაპოლისთან ფავორიტები არ ვართ, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლებთ. იტალიელთა სახით ძლიერი კონკურენტი გვყავს, ნაპოლი კომპაქტურად თამაშობს. ამ გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი და მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი შეეცდებიან პრობლემები შეგვიქმნან, გარდა ამისა დაცვაში კარგად თამაშობენ.”-განაცხადა ჩავიმ.

ბარსელონა – ნაპოლის პირველი დაპირისპირება დღეს კამპ ნოუზე გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 24 რიცხვში იტალიაში.

Leave a comment

Your email address will not be published.