ჩავი: ოქროს ქულები მოვიპოვეთ

ლა ლიგის მე-15 ტურში ბარსელონა ვილიარეალს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ანგარიში 48-ე წუთზე ფრენკ დე იონგმა გახსნა, 76-ზე ჩუკვუაზემ გაათანაბრა, 88-ზე დეპაიმ ბარსა წინ გაიყვანა, მატჩს კი წერტილი 94-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ დაუსვა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე შეხვედრა ჩავიმ შეაფასა და აღნიშნა, რომ ყვითელ წყალქვეშა ნავებთან ოქროს ქულები მოიპოვა.

“ისე არ ვდომინირებდით, როგორც ველოდით, თუმცა ეს იქიდანაც არის გამოწვეული, რომ ძალიან კარგ გუნდს შევხვდით. ზოგ ეპიზოდში გაგვიმართლა. ვილიარეალი წაგებას არ იმსახურებდა.

დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ თამაში მოგვეგო, დეპაის გოლი ძალიან დაგვეხმარა, ფაქტობრივად ოქროს ქულები ავიღეთ.”-განაცხადა ჩავიმ.

ბარსელონა ლა ლიგაში 23 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ ტურში ბეტისს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *