ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ “გამარჯვების რეცეპტზე” და ფეხბურთელების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
“გამარჯვების რეცეპტი? ვკბენ (იცინის). ვცდილობ ვიყო პოზიტიური და გადმოვცე ყველაფერი, რასაც ვფიქრობ და ვხედავ. წარმატებისთვის ჯადოსნური წამალი არ მაქვს. ვცდილობ ფეხბურთელებს ვასწავლო და არ შევზღუდო ისინი. სწორედ ფეხბურთელებზე ვართ დამოკიდებულები.” – ციტირებს ჩავის სიტყვებს Marca.
ბარსელონა ლა ლიგაში 53 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ რეალს 8 ქულით უსწრებს. ბლაუგრანა უახლოეს ტურში ვილიარეალს შეხვდება.