ჩავი VS ემერი. პოლიციაც ჩარეულა

ჩავისა და უნაი ემერის კონფლიქტში პოლიციაც ჩარეულა. ეს ვილიარეალი-ბარსელონას მატჩის (1:3) შემდეგ. 1:2 იყო, როცა ვილიარეალი პენალტს ითხოვდა, ჟერარ პიკემ ხელით ითამაშაო. ი

 

ემერიმ ყვირილით დატოვა მოედანი, მანამდე ჩავიმ და მან ერთმანეთს უყვირეს. გაწევ-გამოწევა იყო და გასახდელში პოლიცია ჩაერთო საქმეში.

„შენ სულ საჩუქრებს გაძლევდნენ. დღესაც ასეა“ – უთქვამს ემერის ჩავისთვის.

შემდეგ შერიგდნენ. პირველი ნაბიჯი ემერიმ გადადგა და ხელის ჩამოსართმევად მივიდა ბარსელონას ლეგენდასთან.

„განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. გარკვეულ სათამაშო მომენტებში სხვადასხვა აზრები გვქონდა. ჩავი სულ მომწონდა“.

ბარსელონას მწვრთნელმა კი ეს თქვა:

„ემერის ასეთი აფეთქება გაუგებარი იყო. ფეხბურთია და ასეთი რამ ხდება. კარგია, რომ ბოლოს ხელის ჩამორთმევით დავასრულეთ“ (AS)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *