ბრატისლავას სლოვანი ამხანაგურ მატჩში ავსტრიულ პიოლტენს შეხვდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მეორე გოლში დიდი წვლილი დაიდო გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც შესანიშნავი საგოლე გადაცემა გააკეთა.
(3:04)
სლოვანი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვლადიმირ ვაისია და რომლის რიგებშიც გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან, სლოვაკეთის ჩემპიონატში 41 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ დუნაისკა სტრედას 3 ქულით უსწრებს.