ჩაკვეტაძე ანტვერპენთან გააძევეს (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატში გენტი ანტვერპენს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის 33-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ წითელი ბარათი მიიღო. ჩვენებურმა მეტოქის წინააღმდეგ იუხეშა და კარიერაში პირველად გააძევეს.

შეგხსენებთ, რომ გიორგი ბოლომდე გამოჯანმრთელდა და მისი სათამაშო დრო ნელ-ნელა მატულობს. ჩვენებურმა ამ სეზონში უკვე 6 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *