გიორგი ჩაკვეტაძემ გენტის პირველივე მოსამზადებელ მატჩში ითამაშა. გენტმა ბელგიის ქვედალიგელ დიკელვენს 3:2 მოუგო და ჩაკვეტაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა, გიორგის არ გაუტანია…
Nieuwsblad-ის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი მონდომებული თამაშობდა და იმედი გამოთქვეს, რომ გენტს ამ სეზონში მაინც შესძენს ეფექტურობას. მთავარია, მუხლმა გაუშვას…