გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში. ჰამბურგმა გასვლაზე 5:0 გაანადგურა ლიდერი დარმშტადტი და ქართველმა ნახევარმცველმა ბოლო 12 წუთი ითამაშა… ამ მონაკვეთში ჰამბურგელებმა ერთი გოლი გაიტანეს და გიორგიმაც მიიღო იმ კომბინაციაში მონაწილეობა.
ამ მცირე დროში ჩაკვეტაძე საკმაოდ აქტიური იყო. ერთი ქუსულური, ერთი კარგი გარღვევა, ერთი კარში დარტყმა და აცილება… ისიც სათქმელია, რომ დარმშტადტი უკვე მორალურად დაცემული იყო.
ჰამბურგი მეოთხე ადგილზეა და პირველადგილოსანს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.