საქართველოს ნაკრებს ჩაკვეტაძეც გამოაკლდა

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჯვაროსნებს კოსოვოსთან მატჩში გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდებათ, რომელიც კოსოვოში სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის გამო ვერ გაემგზავრა.

ჩაკვეტაძის გარდა საქართველოს ნაკრებს დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან, კოსოვოში ასევე ვერ ითამაშებს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც საბერძნეთთან მცირე დაზიანება მიიღო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები 6 მატჩის შემდეგ 1 ქულით ბოლო ადგილზეა. ჩვენი გუნდი უახლოეს მატჩს 12 ოქტომბერს კოსოვოში ჩაატარებს, 11 ნოემბერს კი შვედეთს უმასპინძლებს.

ფოტო: სფფ

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *