ნბა-ს ყოფილმა ვარსკვლავმა და ამჟამად TNT-ის საკალათბურთო ანალიტიკოსმა – ჩარლზ ბარკლიმ განაცხადა, რომ სკოტი პიპენის საქციელით ძალიან იმედგაცრუებულია და „ბულზის“ ლეგენდარული კალათბურთელი დიდი სისწრაფით კარგავს ძველ მეგობრებს.
„ძალიან იმდეგაცრუებული ვარ სკოტით, იგი დიდი სისწრაფით კარგავს ძველ მეგობრებს.
ვიცი, რომ მალე გამოვა გაყიდვაში პიპენის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც ის თავს ესხმის მაიკლ ჯორდანს, ფილ ჯექსონს, პრეტენზიები აქვს ჩემთანაც.
მეცინება მის ასეთ გამოხტომებზე, კარგი რა, უკვე 60 წლისები ვართ, აღარანიარი კონფლიქტი აღარ გვაქვს ერთმანეთთან და ის ისევ ასე იქცევა, თავისას უბერავს. ვფიქრობ, რომ მისი ასეთი საქციელი სისულელე და იდიოტობაა“ – განაცხადა ბარკლიმ დენ პატრიკის შოუში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ პიპენმა მაიკლ ჯორდანის ნბა-დან 1993 წელს წასვლას ეგოისტური საქციელი უწოდა, ფილ ჯექსონი რასიზმში დაადანაშაულა, ხოლო ბარკლის დააბრალა, რომ „შავებთან“ ჩხუბის ყოველთვის ეშინოდა და ამას ჩარლზი მხოლოდ მაშინ აკეთებდა, როდესაც ხედავდა, რომ ახლოს მსაჯები იყვნენ.