ჩარლზ ოლივეირამ დასტინ პორიე დაამარცხა [VIDEO]

UFC 269-ის მთავარი ორთაბრძოლა ჩარლზ ოლივეირას გამარჯვებით დასრულდა. ბრაზილიელმა ჩემპიონმა დასტინ პორიე მესამე რაუნდში, მახჩობელა ილეთით დაამარცხა. პირველი რაუნდი პორიეს უპირატესობით წარიმართა. მეორე რაუნდში ჩემპიონმა პარტერში აკონტროლა ამერიკელი. ხოლო მესამე რაუნდში ოლივეირამ მოახერხა ზურგის აღება და ფეხზე მდგომ პორიე დაახჩო. ოლივეირასთვის ეს პირველი ქამრის დაცვა იყო. პორიე კი მეორედ დამარცხდა საჩემპიონო ორთაბრძოლაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *