ჩარლზ ოლივეირა ქამარს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს

UFC 274-ს მსუბუქი წონის სატიტულო ორთაბრძოლა დაემატა. UFC-ს ოქროსთვის ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ჯასტინ გეიჯი გაიბრძოლებს. ამერიკელისთვის ეს მეორე სატიტულო ჯახი იქნება – პირველი მან ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დათმო, მანამდე კი ტონი ფერგიუსონი დაამარცხა და დროებითი ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. რაც შეეხება ოლივეირას, ეს მისთვის ქამრის დაცვის მეორე მცდელობა იქნება. ბრაზილიელმა ჩემპიონობა მაიკლ ჩენდლერთან მოიპოვა. სწორედ მასთან გამარჯვების შემდეგ გაინაღდა გეიჯიმ ოლივეირასთან ორთაბრძოლა.

ოლივეირას მიერ პორიეს დამარცხების შემდეგ, აქტიურად მიდიოდა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრაზილიელის შემდეგი მეტოქე კონორ მაკგრეგორი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონორმა უკანასკნელი ორი ბრძოლა დათმო და ბოლოს მსუბუქ წონაში გამარჯვება 6 წლის წინ მოიპოვა, მისი ჩარლზთან ბრძოლა არც ისე დაუჯერებლად ჟღერდა. თუმცა საბოლოოდ UFC-ს მესვეურებმა არჩევანი გეიჯიზე შეაჩერეს.

UFC 274-ზე ასევე ვიხილავთ ქვემძიმე წონის საჩემპიონო დაპირისპირებასაც გლოვერ ტეიშეირას და ირი პროჰასკას შორის.

Leave a comment

Your email address will not be published.