ბელგიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, გენტი მეხელენს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ კი საგოლე პასი მიითვალა. ჩაკვეტაძე თამაშში 74 წუთზე ჩაერთო.
ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატში გასული წლის 4 ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა.