ჩელენჯ კაპის ტურის სიმბოლურში სამი ქართველია

რაგბიში ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ჩელენჯ კაპის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად 3 ქართველი მორაგბე მოხვდა. საუკეთესო თხუთმეტეული The Rugby Centre-მ დაასახელა და მასში საქართველოს ნაკრების მორაგბეები ბექა საღინაძე, დავით ნინიაშვილი (ორივე ლიონი) და გიორგი კვესელაძე (გლოსტერი) შეიყვანა.

ჩელენჯ კაპის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ქართველი მორაგბეების კლუბები სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ლიონმა შინ მიიღო გლოსტერი და 19:13 დაამარცხა. ამასთან ერთად, ნინიაშვილი მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელს.

ლიონი ჯგუფური ეტაპის მომდევნო ტურში უელსურ ნიუპორტს ეთამაშება. გლოსტერის მეტოქე კი, იტალიური ბენეტონი იქნება.

Возможно, это изображение (10 человек и текст «TEAM OF THE G WEEK CHALLENGE EPCR CUP Powerday FORD- ROBINSON κΩTT CREEVY NEL ITOJE MITCHELL SAGINADZE ANO MLLELE BASHAM ALLE ECOCHARD CRACKNELL HA YDON- WOOD VERGNAUD NINIASHVILI KVESELADZE VANDERMERWE VAN DER MERWE BOFFELLI»)

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *