ჩელსიმ ახალი დირექტორი დანიშნა

ლონდონის ჩელსიმ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი ტექნიკური დირექტორის, კრისტოფერ ვიველის დანიშვნის შესახებ დაწერა. მანამდე 36 წლის სპეციალისტი ანალოგიურ თანამდებობაზე ლაიფციგში მუშაობდა. ადრე კი ზალცბურგსა და ჰოფენჰაიმში სკაუტობდა.

„ჩელსი მსოფლიოში ყველაზე საინტერესო პროექტს ახორციელებს და ამაყი ვარ, რომ ამ კლუბს შევუერთდი.

ახალ მფლობელს, ტოდ ბოელს,  მთავარ მწვრთნელს გრემ პოტერს და კლუბის დანარჩენ წევრებს ნათელი წარმოდგენა აქვთ იმ ფილოსოფიაზე, რომელიც ახლა მკვიდრდება არისტოკრატებში. ფილოსოფია ინოვაციებზე და შედეგების ანალიზზეა დაფუძნებული“, – ამბობს ვიველი.

Christopher Vivell: Chelsea appoint former RB Leipzig recruitment chief as club's new technical director | Football News - journalbreak

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *