ჩელსიმ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო! – ისტორიაში პირველად!

 

ისე მოხდა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ისეთი ორი გუნდი გავიდა, რომელსაც ეს ტიტული მოგებული აქამდე არ ჰქონდა – პალმეირასი და ჩელსი, ფინალში კი ორივე ნამყოფი იყო – ბრაზილიელები ორჯერ, ბრიტანელები – ერთხელ.

რა თქმა უნდა, ფავორიტი ჩელსი იყო, თუმცა პალმეირასი რომ მარტივად არაფერს დათმობდა, ცხადი იყო. ასეც მოხდა, მართალია არისტოკრატები მეტს უტევდნენ და მეტს ურტყამდნენ, თუმცა ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა. 55-ე წუთზე ანგარიში ლუკაკუმ გახსნა, 64-ზე კი ველგამ გაათანაბრა.

აქაც, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გამარჯვების გოლი ავტორი კაი ჰავერცი გამოდგა. გერმანელემა ფეხბურთელმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ლონდონში კიდევ ერთი ტიტული წაიღო…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *