ჩელსიმ მსოფლიო ჩემპიონისთვის 100 მილიონი გაამზადა

ლოდნონის ჩელსი ზაფხულში ბენფიკადან ენცო ფერნანდესის შეძენას შეეცდება. ინფორმაცია Calciomercato-მ გაავრცელა. ლონდონური გუნდი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 100 მილიონი ევრო გადაიხადოს და ლისაბონელებს ჰაკიმ ზიეჩი დაუთმოს.

ფერნანდესის თაობაზე საუბარი რამდენიმე კვირის წინაც იყო და ბენფიკამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი მოითხოვა. საინტერესოა, დათანხმდება თუ არა პორტუგალიური კლუბი ახალ წინადადებას.

ფერნანდესი ბენფიკაში შარშან ზაფხულში რივერ პლეიტიდან გადავიდა. 21 წლის ნახევარმცველმა ლისაბონელთა მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდესი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამხრეთ ამერიკელმა მუნდიალზე 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *