ენცო ფერნანდესი კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს. არისტოკრატებმა არგენტინელი ბენფიკადან 106 მილიონ ფუნტად დაიმატეს. ფერნანდესმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა.
ფერნანდესი ბენფიკაში შარშან ზაფხულში რივერ პლეიტიდან გადავიდა. 21 წლის ნახევარმცველმა პორტუგალიელთა მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდესი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამხრეთ ამერიკელმა მუნდიალზე 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ჩელსის, გუნდი პრემიერლიგაში 29 ქულით მე-10 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დორტმუნდის ბორუსიას შეხვდება.