ჩელსიმ უეფას სუპერთასი მოიგო (ვიდეოები)

ლონდონის ჩელსიმ უეფას სუპერთასი მოიგო. ბრიტანელები ბელფასტში ვილიარეალს შეხვდნენ. მატჩის ძირითადი და დამატებითი ტაიმები 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ჩელსიმ 6:5 მოიგო.

მატჩი ინგლისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმი ასე წარიმართა. ანგარიში 27-ე წუთზე ჰაკიმ ზიეჩმა გახსნა. მაროკოელმა ტიმო ვერნერის პასით ისარგებლა და ლონდონელები დააწინაურა.

მეორე ნახევარი ესპანელებმა უკეთ დაიწყეს. ემერის შეგირდებმა მწვავედ შეუტიეს და გაიტანეს კიდეც. 71-ე წუთზე ხერარდ მორენომ შეაგდო, რომელსაც ასისტენტობა დიამ გაუწია.

ამის შემდეგ ორივე გუნდს შეეძლო გატანა, საქმე საბოლოოდ პენალტების სერიამდე მივიდა და ჩელსიმ 6:5 მოიგო. ბოლო პენალტი ვილიარეალის კაპიტანმა რაულ ალბიოლმა გააცუდა და ლონდონელები სეზონში პირველ ტიტულს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ პენალტების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ტომას ტუხელმა მენდი კეპათი შეცვალა, ესპანელმა კი 2 11 მეტრიანი მოიგერია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *