„ჩელსიმ“ წლიური აბონემენტის ღირებულება გაასამმაგა – ახალი ფასი 4 000 £ იქნება

ლონდონის „ჩელსიმ“ მშობლიურ „სტემფორდ ბრიჯზე“ დასავლეთ ტრიბუნა განაახლა. რემონტის შემდეგ, აქ რამდენიმე ახალი ბარი, რესტორანი, VIP და გასართობი ზონები გაჩნდა. უფრო კომფორტული სივრცეები დამატების შემდეგ, კლუბმა წლიური აბონემენტის მფლობელებს ელექტრონული ფოსტით აცნობა, რომ მომდევნო სეზონიდან, საბუთის ფასი სამჯერ გაიზრდება და დაახლოებით, 4000 გირვანქა ეღირება. ახლა მისი ღირებულება1250 გირვანქაა.

ამ გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში დიდი აღშფოთება გამოიწვია, კლუბის მარკეტინგის სამსახური კი ახალ სქემაზე მუშაობს, რომელიც წლიურ პაკეტში ჩემპიონატის რეგულარული მატჩების გარდა სათასო და ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ლიმიტირებულ დასწრებასაც გულისხმობს.

აქამდე, ყველაზე ძვირადღირებული წლიური ბილეთები თანაქალაქელ „ტოტენჰემსა“ და „არსენალს“ ჰქონდათ, მათი უმაღლეს-ფასიანი პაკეტები, დაახლოებით, 2000 გირვანქას შეადგენს, ლიგაში ყველაზე იაფი და დაფალ-ფასიანი აბონემენტი კი „ბარნლის“ აქვს, რომლის ღირებულებაც 650 გირვანქაა. 

„ჩელსის“ მარკეტინგის მენეჯერის განცხადებით, ყველაზე მაღალი დონის აბონემენტი 3900 გირვანქა ეღირება, ამ პაკეტს 18 წლამდე გულშემატკივრები 3000 გირვანქად შეიძენენ.

„ჩელსის“ სტადიონი, ამჟამად, 41 600 მაყურებელს იტევს. კლუბის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის განცხადებით, მისი სურვილია არენა განახლდეს და ტევადობა 60 000-ამდე გაიზარდოს. იდეა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც არისტოკრატებმა გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მოიგეს. რეკონსტრუქციის წინა სურვილი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ქალაქის მერიამ პროექტი არ დაამტკიცა და კლუბს მშენებლობის დაწყების უფლება არ მისცა.

გულშემატკივრები სოციალური მედიის დახმარებით გარკვეულ საპროტესტო აქტივობებს გეგმავენ, მათი მიზანია. აბონემენტების ფასი ასე არ გაიზარდოს.

„ჩვენ, ახალი სეზონიდან გულშემატკივრებს უფრო კომფორტულად ვუმასპინძლებთ, კლუბმა ამისთვის ყველაფერი გააკეთა – განახლდა ყველა ზონა, თითქმის, მაქსიმალური კომფორტია შექმნილი, რომ ნებისმიერმა აქ მყოფმა ფანმა მატჩს იდეალურად მიადევნოს თვალი. გუნდი ევროპაში საუკეთესო გახდა და გვაქვს ამბიცია, ეს შედეგი წელსაც გავიმეოროთ. დასახული მიზნები და ამოცანები, რაც კლუბის წინაშე გვაქვს, მაქსიმალურად, უნდა შესრულდეს. გვჯერა, გულშემატკივრები ამ სიახლეს გაგებით მოეკიდებიან და გუნდის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ “, – ამბობს გუნდის მარკეტინგის სპეციალისტი ჯეკ ბრეინი.

Leave a comment

Your email address will not be published.