ჩელსიმ 130 მილიონი გადადო

ლონდონის ჩელსი დანებებას არ აპირებს. ტომას ტუხელის გუნდი ინტერიდან რომელუ ლუკაკუს შეძენას გეგმავს. Goal.com-ის ინფორმაციით, ბრიტანელები ახალ წინადადებას ამზადებენ, რომლის მიხედვითაც არისტოკრატები ინტერს ლუკაკუს სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გადაუხდიან.

რამდენიმე დღის წინ ჩელსიმ ინტერს 100 მილიონი და მარკოს ალონსო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ლონდონში იმედი აქვთ, რომ ნერაძურის ხელმძღვანელები ახალ წინადადებას დათანხმდებიან.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუს ჩელსიში ადრეც უთამაშია. ლონდონელთა ღირსებას იგი 2011-13 წლებში იცავდა, თუმცა მაშინ თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა.

ინტერს წესით ლუკაკუს ამ ფასად გაყიდვა უნდა აწყობდეს. მილანელებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და აქედან გამომდინარე დამატებითი შემოსავლები საკმაოდ სჭირდებათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *