ჩელსის 4 ფეხბურთელის შეძენა სურს – მსოფლიო ჩემპიონატის ეფექტი

LONDON, ENGLAND - JANUARY 23: Thiago Silva of Chelsea celebrates with teammates after scoring their team's second goal during the Premier League match between Chelsea and Tottenham Hotspur at Stamford Bridge on January 23, 2022 in London, England. (Photo by Shaun Botterill/Getty Images)

ლონდონის ჩელსიში ფეხბურთელების შეძენას აპირებენ. Daily Express-ის ცნობით, ლონდონელებს 4 მოთამაშის დამატება სურთ.  ჩელსის სასურველ ფეხბურთელთა სიაში ალექსის მაკ ალისტერი (არგენტინა), კოდი გაკპო (ნიდერლანდები), დომონიკ ლივაკოვიჩი (ხორვატია) და ადრიენ რაბიო (საფრანგეთი) არიან.

ოთხივე ამ ფეხბურთელმა თავი მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა და ლონდონელებსაც ამის შემდეგ გაუჩნდათ მათი დამატების სურვილი. მაკ ალისტერი ალბისელესტესთან ერთად ჩემპიონი გახდა, რაბიომ ვერცხლის მედალი აიღო, ლივაკოვიჩი ბრინჯაოს დასჯერდა, გაკპო კი თანამემამულეებთან 1/4 ფინალში დამარცხდა.

ჩელსი პრემიერლიგაში 21 ქულით მე-8 ადგილზეა. არისტოკრატები ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფი მოიგეს და 1/8 ფინალში დორტმუნდს შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *