ლონდონის ჩელსი ტიმო ვერნერის გაყიდვას გეგმავს. ინფორმაცია Sky Sport Germany-მ გაავრცელა. ცნობილია, რომ ლონდონელებმა გერმანელი რამდენიმე გუნდს შესთავაზეს.
ვერნერი ჩელსიში შარშან ზაფხულში ლაიფციგიდან გადავიდა. როგორც ჩანს ბრიტანელები მისით ბოლომდე კმაყოფილნი არ არიან და ფეხბურთელის გასხვისებას აპირებენ. წინა სეზონში ტიმომ 52 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება ჩელსის, გუნდმა პრემიერლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.