ლონდონის ჩელსი ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს. 90mi.com-ის ინფორმაციით, ბრიტანელები ზაფხულში მადრიდის რეალიდან ედუარდო კამავინგას გადაბირებას შეეცდებიან. არისტოკრატები ფრანგ საყრდენს ნგოლო კანტეს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში დატოვებს.
კამავინგას შეძენა მარტივი არ იქნება. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია და სამეფო გუნდი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. კამავინგა რეალში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. 20 წლის საყრდენმა მადრიდელთა მაისურით ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო. მიმდინარე სეზონში კამავინგამ 27 მატჩი ჩაატარა.
რაც შეეხება ჩელსის, გუნდს რთული პერიოდი უდგას. ჩელსი პრემიერლიგაში 29 ქულით მე-10 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას ფულჰემთან გამართავს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი დორტმუნდს შეხვდება.