ლონდონის ჩელსის ჟოაო ფელიქსის შენარჩუნება სურს. მოგეხსენებათ პორტუგალიელი არისტოკრატებში ატლეტიკოდან იჯარით გადავიდა, Cadena SER-ის ინფორმაციით, ბრიტანული გრანდის ხელმძღვანელები აპირებენ როხიბლანკოს ოფიციალური წინადადებით მიმართონ და ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ფელიქსი ჩელსიში წელს ზამთარში გადავიდა. მან დებიუტშივე წითელი ბარათი და 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა შემდეგ პირველივე მატჩში გოლი გაიტანა და ზოგადად კლუბის ხელმძღვანელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იგი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დორტმუნდის ბორუსიასთანაც საკმაოდ აქტიური იყო.
ჩელსის ცუდი დრო უდგას. გუნდი პრემიერლიგაში 31 ქულით მისთვის უჩვეულო მე-10 ადგილზეა.