“ჩემზე წერით მოწონებებს აგროვებენ, რეიტინგს იწევენ…”

საქართველო და ინგლისი მომდევნო ერთა ლიგაში ერთად იქნებიან: B ლიგაში. შესაძლოა, ერთ ჯგუფშიც მოხვდნენ. საქართველო ავიდა, ინგლისი ჩავიდა.

იტალიასთან სტუმრად 0:1 წააგეს, თანაც იტალიას ბევრი წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდა. 5 მატჩში ინგლისს მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.

კვლავ „მოხვდა“ კაპიტან ჰარი მაგუაირს. არადა, გარეთ საუთგეიტი ენდობა და ნაკრებში ისევ პირველივე წუთიდან ათამაშა. მაგუაირმა ამჯერად ვრცლად ისაუბრა, კრიტიკას უპასუხა…

„არ ვიცი, რას წერენ გაზეთებში, რადგან არ ვკითხულობ. ზაფხულში ნაკრებში 3 კარგი მატჩი მქონდა, შემდეგ მოსამზადებელიც მშვენივრად გავიარე. თავს ფორმაში ვგრძნობ.

…თუმცა მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა ტენ ჰაგმა სათადარიგოთა სკამზე დამსვა და გუნდმა მას შემდეგ მოგებები დაიწყო. არ გავჩერდები, ბოლომდე მოტივირებული ვარ. ესაა ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო.

…ხალხს ნებისმიერი ისტორიის გამოგონება შეუძლია. მანჩესტერის კაპიტანი ვარ და ჩემზე რამეს რომ წერენ, ხმაურს იწვევს. ესაა მიზეზი. მოწონებებს აგროვებენ, რეიტინგს იწევენ.

…მათ მხოლოდ ერთს გავახსენებ: შარშან ევროპის ჩემპიონატში ისე წავედი, რომ მანამდე ტრავმა მქონდა და 8 თვე გამიცდა. ევროპის წინ ერთი მატჩიც კი არ მქონდა ჩატარებული, მაგრამ ამხელა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *