ჩემი ქალაქი… რას ნანობს ზიზუ?

ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ კარიერაში მხოლოდ ერთ რამეზე წყდება გული: მარსელში რომ არასოდეს არ უთამაშია… ზიდანი მარსელში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ პროფესიონალური კარიერა კანში დაიწყო, მერე კი ბორდოში გადავიდა. ამის შემდეგ იყო იუვენტუსი და რეალი.

„მარსელიდან მალე წავედი, ფეხბურთელობის დროს იქ აღარ ვცხოვრობდი.  ხანდახან ჩავდიოდი. როცა 15, 16, 17 წლის ვიყავი, მარსელის მატჩებზე ხშირად მივდიოდი, სტადიონზე ვიჯექი და ვფიქრობდი: რატომ არ შეიძლება, ერთხელაც აქ ვითამაშო? თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, არადა მშვენიერი იქნებოდა“ (La Provence)

ვინც არ იცის: ზიზუმ შვილს ენცო დაარქვა მარსელის ცნობილი ურუგვაელი ნახევარმცველის, ენცო ფრანჩესკოლის საპატივსაცემოდ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *