33 წლის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე 14 ნოემბერს გასამართ ორთაბრძოლას გამოეთიშა. რომანს დღეს კოვიდ 19 დაუდასტურდა. დოლიძე რიგით UFC-ს მე-5 ბრძოლაში ამერიკელ კაილი დაუკაუსს უნდა დაპირისპირდებოდა.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს: “დამიდასტურდა “კოვიდ-19 ” რეგულაციების თანახმად გადავდივარ იზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას რომ ამ ეტაპზე ბრძოლას გამოვეთიშე. ვფიქრობ ფიზიკურად და მორალურად მზად ვიყავი კარგი შედეგი მეჩვენებინა. თუმცა კოვიდ ტესტზე დადებით პასუხს,თავისი წესები აქვს!ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად, ვგრძნობ. მადლობა
გულშემატკივრობისთვის. ყველაფერი კარგად იქნება!”