ისევ ხმები…
გამოქვეყნდა სრული სია, ვინ ვისცა ხმა The Best FIFA-ს ნომინაციაში. საინტერესო ამბებს ამოვკრეფთ, რომლებიც საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებას ეხება … როგორც იცით, ნაკრების კაპიტნებიც მონაწილეობდნენ გამოკითხვაში.
რეალიდან და ბაიერნიდან არცერთმა სამეულშიც კი არ შეიყვანა ლეო მესი. არც მესი და არც ერლინგ ჰოლანდი. აი, ჩამოვწერთ:
აზარი (ბელგია): ბენზემა, დე ბრუინი, ჟორჟინიო
მოდრიჩი (ხორვატია): ბენზემა, ჟორჟინიო, ლევანდოვსკი
ბეილი (უელსი): ლევანდოვსკი, ბენზემა, სალაჰი
ალაბა (ავსტრია): ლევანდოვსკი, ბენზემა, ჟორჟინიო
ნოიერი (გერმანია): ლევანდოვსკი, სალაჰი, კანტე
პირიქით, ბარსელონელებმა და ექს-ბარსელონელებმაც უკლებლივ ყველამ მესი დაწერა პირველ ადგილზე:
ბუსკეტსი (ესპანეთი): მესი, ლევანდოვსკი, ჰოლანდი
ბრავო (ჩილე): მესი, ლევანდოვსკი, სალაჰი
ლივერპულელებისთვის კი N 1 სალაჰია:
რობერტსონი (შოტლანდია): სალაჰი, ლევანდოვსკი, მესი
ვან დეიკი (ნიდერლანდები): სალაჰი, ლევანდოვსკი, კანტე
თანაგუნდელი დააფასა შვედეთის კაპიტანმა ვიქტორ ლინდელიოფმა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუ დააყენა პირველზე. ასევე რუმინელმა ვლად კირიკეშმა ყოფილი თანაგუნდელი (ნაპოლიში) ჟორჟინიო აირჩია.