რუსთავის ხარები ზამთრის ჩემპიონია. ამ გუდნდმა 11 მატჩიდან ცხრა მოიგო და მხოლოდ ორი წააგო. აბსულუტურად რადიკალურად განსხვავებული შედეგი აქვს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს თბილისის ლოკომოტივს, რომელმაც ყველა შეხვედრა მარცხით დაასრულა. ხარებს კვალში უდგას თბილისის ლელო, რომელმაც მე-11 ტურში სტუმრად აია დაამარცხა.
ლოკომოტივი-ხარები 3:40
ლოკომოტივი: ს – სახელაშვილი
ხარები: 6ლ – მარსაგიშვილი, თაბუკაშვილი, ბურჭულაძე, ჭავჭავაძე, ქანდაურაშვილი, ზედგინიძე. 5გ – პეტრიაშვილი (4), ელოშვილი
მსაჯი: პაპუნა ჭიქაბერიძე
დიდი 10-ის მე-11 ტურში ლიდერმა რუსთავის ხარებმა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის ლოკომოტივი სტუმრად უშანსოდ 40:3 დაამარცხა და ზამთრის არდადეგების წინ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
რუთსაველებმა მეტოქეს ექვსი უპასუხო ლელო გაუტანეს. რკიიგზელებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა მოახერხეს. ისიც პირველ ტაიმში. ერთი სიტყვით ხარები ამჟამად ლოკომოტივზე ბევრად ძლიერია და დამსახურებულად ლიდერობს გათამაშებას.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ბასილაია დაასახელეს.
აია-ლელო 12:21
აია: 2ლ – ქიმუცაძე, ჯინჭარაძე. გ – გ.ბაბუნაშვილი
სინბინი: ქიმუცაძე
ლელო: 3ლ – საჯარიმო, ბაბუნაშვილი, ქევხიშვილი. 2გ – ყიასაშვილი.
სინბინი: ჩიქოვანი
მსაჯი: შოთა თევზაძე
თბილისის ლელომ სტუმრად შეძლო ქუთაისის აიას დამარცხება 21:12 და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა. ლელომ პირველ ტაიმში ერთი ლელო მიითვალა და მეტოქეს ქულის აღება არ დანება – 7:0. მეორე ტაიმის დასაწყისში აიამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. თუმცა, მერე თბილისური გუნდის ზედიზედ ორჯერ გატანილ ლელოს მხოლოდ ერთით უპასუხა, რომელიც ვერ გარდასახა და საპრემიო ქულის გარეშეც დარჩა/
მატჩის საუკეთესო მორაგბედ ლელოს მესამეხაზელი ნიკა ბაბუნაშვილი აღიარეს.
სატურნირო მდგომარეობა
1. ხარები – 39 ქულა, 2. ლელო – 36, 3. არესი – 32, 4. ყაზბეგი – 29, 5. აია – 27, 6. ყოჩები – 26, 7. ბათუმი – 25, 8. ხვამლი – 25, 9. აკადემია – 21, 10. ლოკომოტივი – 3