ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური წილისყრა გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს პსჟ – რეალის და ატლეტიკო მანჩესტერის დაპირისპირებები იწვევს. პლეი-ოფში შემდეგი წყვილები დაჯდა.
ზალცბურგი – ბაიერნი
სპორტინგი – მანჩესტერ სიტი
ბენფიკა – აიაქსი
ჩელსი – ლილი
ატლეტიკო – მანჩესტერ იუნაიტედი
ვილიარეალი – იუვენტუსი
ინტერი – ლივერპული
პსჟ – რეალი
პლეი-ოფის პირველი თამაშები 15-16 და 22-23 თებერვალს გაიმართება. საპასუხო შეხვედრები კი 8-9 და 15-16 მარტს.