ჩემპიონთა ლიგაში რამდენს გითამაშიათ?.. 1? 2? ხუმრობთ?

MILAN, ITALY - FEBRUARY 09: Zlatan Ibrahimovic of AC Milan celebrates during the Serie A match between FC Internazionale and AC Milan at Stadio Giuseppe Meazza on February 9, 2020 in Milan, Italy. (Photo by Emilio Andreoli/Getty Images)

იბრაჰიმოვიჩმა ის დღე გაიხსენა, როცა მილანში დაბრუნდა და ფეხბურთელები გაიცნო:

„მახსოვს, გასახდელში ვიკითხე, რამდენს ჰქონდა ნათამაშევი ჩემპიონთა ლიგაში თუნდაც ერთი მატჩი… მხოლოდ ორმა კაცმა ასწია ხელი. ვიფიქრე, ეს ხუმრობა იყო. წინა სეზონში მიზანი იყო ჯერ იტალიის ჩემპიონატის ოთხეულში მოხვედრა, მერე კი სკუდეტო. პირველი შევასრულეთ, მეორე კი ვერა, თუმცა მეორეზე გავედით.

…მხოლოდ ჩემში არაა საქმე. მილანის გამოუცდელი ბიჭებიც მიხვდნენ, რომ დიდ სიმაღლემდე უნდა ავსულიყავით. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც გვაკლდებოდა. ამაზე ყველანი ვმუშაობთ.

…როცა პატარა ვიყავი, მყესები მტკიოდა, მაგრამ მაინც ვთამაშობდი. დღესაც ასეა. მიხაროდა და დღესაც მიხარია თამაში, გოლების გატანა. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ სხეულთან საუბარი. ახლა თავი კარგად მიმუსვებს, მაგრამ სხეული ბერდება. წლეულს სხეულს უნდა მოვუსმინო, ის სიგნალებს მიგზავნის. მხოლოდ ასე შემიძლია, ტრავმები ავირიდო თავიდან და უწყვეტად ვითამაშო. ეს ყოველდღიური პროცესია… მე სუპერმენი არ ვარ“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *